LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის ფიზიკური დასჯა იმას ნიშნავს, რომ მშობელი ცხოვრებაში დამარცხებულია და ბავშვზე იყრის ჯავრს – ყარამან ფაღავა

389
karamanfagava2010

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ყარამან ფაღავა ბავშვების დასჯის მიუღებელ მეთოდებზე საუბრობს.

„ფიზიკური დასჯა როდესაც არის ბავშვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი ცხოვრებაში დამარცხებულია და ბავშვზე იყრის ჯავრს. ​როგორ შეიძლება პატარას ცემა?! ემოციის გამოხატვა შეიძლება, თუ რაღაც არ მოგწონს. გაუცინეთ, გაუღიმეთ, მაგრამ თუ გაბრაზდებით, ეს გაბრაზებაც უნდა გამოიჩინოთ. ისიც დაინახავს ამას, არავის არ უნდა, რომ მშობელი მასზე გაბრაზებული იყოს. თუ რამე კარგი აქვს ბავშვს, ნუ დაგენანებათ კომპლიმენტის თქმა. სასჯელის გადავადება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. „კვირის ბოლოს მე შენ დაგსჯი,“ – თუ დასჯა გინდა, ახლავე დასაჯე. ერთი კვირის განმავლობაში ბავშვი სულ იმის შიშშია, რომ რაღაცას უზამენ.

მოსყიდვა არ ვარგა. ბავშვის და ადამიანის გაფუჭებაა. „ამას მოგცემ, სამაგიეროდ შენ ეს გააკეთე,“ – არა! „ამას მოგცემ, იმიტომ, რომ კარგი ბიჭი ხარ, შენ ეს გევალება, იმიტომ, რომ მშობელი გაახარო.“ არა იმიტომ, რომ რაღაც ფულს გაძლევენ.მთავარი არის განვითარების მონიტორინგი. ყველას უნდა, რომ შვილი კარგი ჰყავდეს, ამიტომაც ადარებს სხვებს. ნუ შევედარებით საშუალოს. სჯობს შევედაროთ საუკეთესოს. ეს სწრაფვა უნდა იყოს, რომ ჩვენი შვილი იყოს საუკეთესო. ზოგჯერ ეს არ გამოდის. ამაშიც არ არის ტრაგედია. განვითარების ტემპი სხვადასხვაა. ზოგიერთი სწრაფად ვითარდება, ზოგიერთი ნელა ვითარდება. მთავარი ის არის, რომ ​ბავშვი უნდა გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის“, – ამბოსბ ყარამან ფარავა პულსის ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g