LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედება სამი თვით გადაიდო

108
imedinews-24

საქართველოს პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა ცვლილებას პროექტის გადავადებასთან დაკავშირებით. ცვლილების თანახმად „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედება სამი თვით გადაიდო და 1 ივნისის ნაცვლად, 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებთან, დონორებთან ერთად კოვიდინფექციის გამო, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგები, თუმცა პრაქტიკული ნაწილი ვერ განხორციელდა. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს იმ ადამიანების ცოდნის ხარისხის განსაზღვრას, ვინც არასრულწლოვნებთან მუშაობს. გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო არსებულ ვითარებას უკავშირდება.

„ჩვენ, ფაქტობრივად, მთელი სახელმწიფო უწყებები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობები ვიყავით მზად იმისთვის, რომ კოდექსი პირველი ივნისიდან ამოქმედებულიყო. როგორც იცით, კოდექსის მიდგომა არის, რომ ბავშვთან არც ერთმა იმ ადამიანმა არ უნდა იმუშაოს, რომელსაც შესაბამისი ცოდნა არ აქვს. ჩვენ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, დონორებთან ერთად კოვიდინფექციის გამო ონლაინ რეჟიმში ჩავატარეთ ტრენინგები, თუმცა ტრენინგებს ჰქონდა ასევე პრაქტიკული ნაწილი და იმ შეზღუდვების გამო, რომელიც არის ობიექტური გარემოებების გამო ქვეყანაში, რომ არ შეიძლება ადამიანების თავშეყრა, ახლო კონტაქტი და ა.შ. პრაქტიკული ნაწილი ფიზიკურად შეუძლებელი იყო რომ განგვეხორციელებინა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ობიექტურ მიზეზს გაგებით მოეკიდება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

 

magti 5g