LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის ყველაზე დიდი შიში არის მშობლების სიკვდილის შიში! პატივცემულო მშობლებო, მიხედეთ თქვენს ჯანმრთელობას, შეწყვიტეთ სიგარეტის მოწევა! – ყარამან ფაღავა

305
2aec021e994760d06cad731d46a649ae62a8eeac

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებისთვის დადებითი ემოციების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „პულსის“ ეთერში მან ასევე მშობლების განსაკუთრებულ როლზე გაამხვილა ყურადღება:

„დადებითი ემოცია და კარგად ყოფნა ჯანმრთელობაზე და გამოჯანმრთელებაზეც მოქმედებს. კვლევებით დადგინდა, რომ დეპრივირებულ ბავშვებში, იმ ბავშვებში, რომლებსაც აკლიათ ალერსი, ყურადღება, ჩამორჩენილობა იყო ზრდაში. ​ასეთი ბავშვები უფრო ხშირად ავადდებოდნენ, აღინიშნებოდა ასევე გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენილობა, აგრესია უფრო მეტად იყო. ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა სახლებში მომვლელები არიან, არც საკვებს აკლებენ ბავშვებს, მაგრამ ალერსს აკლებენ. ვერ ერევა ერთი მომვლელი 12-15 ბავშვს. როგორც კი ბავშვები გაშვილდებიან, იმუნიტეტიც უმჯობესდებათ და სიმაღლეშიც მატულობენ. პირველ რიგში, საჭიროა სტრესის მინიმალიზაცია. სტრესი ბავშვს აქვს სამ ადგილას: სკოლაში, ოჯახში, ეზოში ან გარემოში. ყველაზე დიდი სტრესი ბავშვისთვის არის ოჯახური სიტუაცია. თუ ოჯახში დაძაბულობაა, თუ ერთმანეთს უყვირიან მშობლები, ეს უდიდესი სტრესის გამოხატულებაა. მე უკვე აღარ ვლაპარაკობ ავად მოპყრობაზე ბავშვის მიმართ, როდესაც ეჩხუბებიან, შეურაცხყოფას აყენებენ, დასცინიან. ყველაზე დიდი შიში რა აქვთ ბავშვებს? ბავშვის ყველაზე დიდი შიში არის მშობლების სიკვდილის შიში. ყველაზე მეტად ბავშვს ეშინია მშობლების სიკვდილის. პატივცემულო მშობლებო, მიხედეთ თქვენს ჯანმრთელობას. შეწყვიტეთ სიგარეტის მოწევა, ხომ იცით, რომ ეს სიცოცხლეს გიმოკლებთ, მაინცდამაინც შვილის გაუბედურება გინდათ?!“- აცხადებს ყარამან ფარავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g