იტალიის ქალაქ ბერგამოს ერთ-ერთ სკოლაში ბიჭმა გაკვეთილებიდან დათხოვნა ითხოვა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტას“ მატჩზე წასულიყო.
მოსწავლემ მასწავლებელს მამის წერილი მიუტანა.
„გაცნობეთ, რომ ამ საღამოს ედოარდო არ იქნება ქალაქში კულტურულ-ისტორიული მიზეზებით. ის მამასთან ერთად გახდება ბერგამოს ისტორიული წიგნის ერთ-ერთი ფურცლის მოწმე. ფორცა „ატალანტა!“ – ნათქვამია მამის გზავნილში.
„ატალანტა“ პირველად მონაწილეობს ევროპის მთავარ ტურნირზე.
ბერგამოულმა კლუბმა მშვენიერ შედეგს მიაღწია 1/8 ფინალში და შინ „ვალენსია“ 4:1 დაამარცხა.
მატჩი მილანში, „სან სიროზე“ ჩატარდა, რადგან ბერგამოს არენაზე სამუშაოები მიმდინარეობს.
მილანიდან ბერგამომდე 40 კილომეტრია.