LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვს ცემისგან ზურგი, ფეხები, ყველაფერი დაშავებული ჰქონდა – 14 წლის გარდაცვლილი გოგონას დედა ამბობს, რომ ბავშვს ფიზიკურად ბიძები გაუსწორდნენ

803
4
ფოტო: რადიო თავისუფლება

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა განცხადებებზე საპასუხოდ ამბობს, რომ გოგონას ბაბუა კი არა, გაუპატიურების შემდგომ, ფიზიკურად საკუთარი ბიძები გაუსწორდნენ.  მისი თქმით, 23 წლის მამაკაცმა არასრულწლოვანი პირველად ზაფხულში გააუპატიურა, თუმცა, ძალადობის შესახებ ოჯახის წევრებმა დეკებერში გაიგეს, მაშინ როდესაც ძალადობა მეორედ მოხდა.

“ბაბუას შვილიშვილი არასდროს უცემია, მაგრამ სანამ პოლიციაში წაიყვანეს, უმოწყალოდ  საკუთარმა ბიძებმა სცემეს. ექსპერტიზას უთქვამს, ბავშვს ცემისგან ზურგი, ფეხები, სულ ყველაფერი დაშავებული ჰქონდაო. მერე წაიყვანეს პოლიციაში და მანქანაში ემუქრებოდნენ თურმე ნათესავები, არაფერი თქვა ჩვენზე, თორემ მოგკლავთო. ეს ყველაფერი ბავშვმა თვითონ მომიყვა,” – განუცხადა “ტვ 25”-ს გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედამ, მერი რომანაძე-ცეცხლაძემ.

შეგახსნებთ, რომ გარდაცვლილის დედა  სამუშაოდ ემიგრაციაში იმყოფებოდა, თურქეთიდან კი მას შემდეგ დაბრუნდა, რაც შვილის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.

“სანამ ბავშვი დაიღუპებოდა, წინა დღით მელაპარაკა, ვამზადებდი საბუთებს, რომ თურქეთში წამეყვანა, ბედნიერი იყო ბავშვი, შენთან წამოვალ და ერთად ვიქნებითო, უხაროდა, მაგრამ მეორე დღეს რა მოხდა, ეს რატომ გააკეთა, არ ვიცი”, – ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა.

ცნობისთვის, გოგონას გარდაცვალების შემდეგ, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g