LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმისთვის ბრალდებულებს 20 და 19 წელი პატიმრობა მიესაჯათ

299
1568973109414314

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ პირთა შორის 3 ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულები  პ.ლ., მ.პ. და ც.მ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში. კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ 5 არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება, გასაღებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა და 255-ე მუხლებით. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. აქვე განმარტებულია, რომ სასამართლოს განაჩენით ავსტრალიის მოქალაქეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, ხოლო საქართველოს 2 მოქალაქეს 19-19 წლით პატიმრობა მიესაჯა.

“ყველას თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად” – არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში  გრძელდება სასამართლო განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 22 პირი დააკავეს. მოგვიანებით იგივე ბრალდებით კიდევ რამდენიმე ადამიანს ბრალი წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g