LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე აი იას თემატიკაზე შექმნილი მაგიდის საბავშვო გადასაფარებლები გამოჩნდა

267
ipiccy-image

ბავშვებისთვის სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ბრენდი EKOSI ორიგინალურ საჩუქარს გთავაზობთ. მაგიდის გადასაფარებლების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ კოლექცია განაახლა და მომხმარებელს განსხვავებული ტიპის, მაგიდის საბავშვო გადასაფარებლები წარუდგინა. ახალ კოლექციაში შეგხვდებათ ულამაზესი გადასაფარებელი, რომლებიც „აი იას“-ს თემატიკაზეა შექმნილი. „ლაღი და ხალისიანი სწავლისთვის EKOSI-მ იზრუნა ბავშვებისთვის. აი ია პირველი ჯადოსნური სიტყვა სკოლაში“,- აცხადებს ბრენდის შემქმნელი.

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, EKOSI-მ წარმოება გააფართოვა და საკუთარ კოლექციას ფარდების ხაზიც დაამატა.

შეგახსენებთ, EKOSI-მ საქმიანობა 2020 წელს დაიწყო და მისი დამფუძნებელი, ქართველი ხელოვანი, ანსამბლ „რუსთავი”-ს მსახიობ-მოცეკვავე ეკა მოდებაძეა.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი აბობს, EKOSI აწარმოებს ძალიან ლამაზ და უცხო მაგიდის გადასაფარებლებს და ახლა უკვე – ფარდებსაც. „გამომდინარე იქიდან,რომ EKOSI-ს გადასაფარებელი არის მრავალფეროვანი და ერგება ყველანაირ ინტერიეს, ამ მცირე დროის განმავლობაში, საკმაოდ მოთხოვნადი და წარმატებული გახდა. EKOSI-ს გადასაფარებელმა, მისი ხარისხიდან და ორიგინალურობიდან გამომდინარე, მოიცვა მთელი საქართველო, ბევრი ქართული ოჯახი და მათ გარემო გაულამაზა“, – აღნიშნავს ეკა მოდებაძე.

EKOSI-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ან ნამუშევრების სანახავად, ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g