ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა დიმში მტკნარი და მინერალური წყლის მწარმოებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც 2 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების დანადგარებით იქნება აღჭურვილი და წელიწადში არანაკლებ 1 460 000 ლიტრი წყლის წარმოებას შეძლებს.
საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად შპს „პრესტიჯლანდ ჯეორჯიას“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ , ქონების ერთ ლარად გადაცემის კომპონენტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სოფელ დიმში მდებარე 3014 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.
საქართველოდან ექსპორტირებული მტკნარი და მინერალური წყლის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად შპს“ პრესტიჯლანდ ჯეორჯია“ ნაწარმოები პროდუქციის გაყიდვას საექსპორტო ბაზრებზე ვარაუდობს და ამ მიმართულებით უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან.