“ბაზისბანკმა” ილიაუნში სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები 2000-ლარიანი სტიპენდიით დააჯილდოვა.
“ბაზისბანკმა” თბილისის ილიას სახელობის უნივერსიტეტში სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული 10 წარმატებული პირველკურსელი 2000-ლარიანი სტიპენდიით დააჯილდოვა. სტუდენტებს საჩუქრები გადასცეს და მიღწეული წარმატება მიულოცეს ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ, სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამის დეკანმა კენ უოლშმა და ბაზისბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამუნა ხადურმა.
როგორც დაჯილდოების ცერემონიალზე ილიასა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ განაცხადა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “ბაზისბანკის” ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის მოცულობა 20 000 ლარს შეადგენს.
სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო მიმართულებით. სტუდენტები მიიღებენ განათლებას, რომელიც სრულად შეესაბამება ამერიკულ მოთხოვნებს.
“ბაზისბანკს” უნივერსიტეტთან 10-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს და ერთობლივად არაერთი სასარგებლო პროექტი განახორციელეს.
“უნივერსიტეტი მუდმივ ინოვაციებზეა ორიენტირებული და ჩვენ როგორც ფინანსური ინსტიტუტი, ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ მსგავსი სასარგებლო პროგრამების განხორციელებას”, – აღნიშნა “ბაზისბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თამუნა ხადურმა.