LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზრობების ასოციაცია გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს

45

თბილისის ბაზრობების ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ასოციცაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა ასოციაციისა და დედაქალაქის მუნიცეპალიტეტის შეთანხმება გარემოვაჭრეების შეღავათების შესახებ, მოკლე ვადაში გაუქმდება.

„ვრცელდება ინფრომაცია თითქოს ასოციაციისა და დედაქალაქის მუნიცეპალიტეტის შეთანხმება მოკლე ვადაში გაუქმდება, რაზეც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ არ შეესაბამება სიმართლეს“, – აცხადებენ ბაზრობების ასოციაციაში.

მათივე ინფორმაციით, თბილისის ბაზრობების ასოციაციას დაუყონებლივ შეუძლია სარეალიზაციოდ ფართი სამიათასამდე გარემოვაჭრეს დაუთმოს.

ე.წ. გარემოვაჭრეებისთვის შეთავაზებული რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიას: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნის ბაზრობის ტერიტორია, სამგორის ბაზრობის ტერიტორია და სხვა.

„ყველა დაინტერესებულ პირს უმორჩილესად ვთხოვთ რეგისტრაციისთვის მიმართოს ბაზრობის დირექციას“, – მოუწოდებენ ისინი გარემოვაჭრეებს.

თბილისის ბაზრობების გაერთიანებაში ჩვიდმეტი სრულუფლებიანი წევრია. ასოციაცია დედაქალაქის მასშტაბით არსებულ ყველა მსხვილ ბაზრობას მოიცავს.

დედაქალაქის მუნიცეპალიტეტთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად ბაზრობების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაუყოვნებლივ შეღავათიანი პირობებით  ექვსი თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც რეალიზაციის ობიექტზე მუდმივად იქნება დასაქმებული, გარდა ამისა ბაზრობების დირექცია დატვირთულ ობიექტზე ე,წ, ყოფილ გარემოვაჭრეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g