LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: ახტირკაში რუსული ძალები უკრაინულ სამხედრო ნაწილს დაესხნენ თავს, დაღუპულია 70 უკრაინელი მებრძოლი

453
fca176b4-b7ad-488c-b4a0-3d687b5091e5

სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 70 მებრძოლი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

“გარდაცვლილი ბევრია. ახლა სასაფლაოზე ამზადებენ ადგილებს 70 დაღუპული უკრაინელი მებრძოლისთვის“, – ნათქვამია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებაში.

“მაგრამ მტერი ასევე იღებს იმას, რასაც იმსახურებს”, – დასძენს უკრაინული მხარე და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა რუსულმა მხარემაც.

მანამდე ახტირკას მერმა პაველ კუზმენკომ განაცხადა, რომ ქალაქ ახტირკაში ჟენევის კონვენციით აკრძალული ვაკუუმური ბომბები ჩამოაგდეს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები