LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ, ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, თანამდებობა დატოვა – პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა

126
ბანგლადეში აქცია (1)

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ, ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, თანამდებობა დატოვა. – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით, ჰასინამ ბანგლადეში დატოვა და მისი ვერტმფრენი ინდოეთის ქალაქ აგარტალისკენ მიემართება.

ჰასინას გადადგომა ქვეყანაში მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელიც ივლისში სტუდენტების მშვიდობიანი პროტესტით დაიწყო. ისინი, თავდაპირველად, საჯარო სამსახურში კვოტების გაუქმებას მოითხოვდნენ, შემდეგ კი მათი პროტესტი პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო მოძრაობასა და არეულობაში გადაიზარდა.

გუშინ, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი, ივლისის შემდეგ, საპროტესტო აქციებს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელის, ვაკერ-უზ-ზამანის განცხადებით, ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება.

სატელევიზიო მიმართვის დროს ბანგლადეშის სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, მოჰამედ შაჰაბუდინს შეხვდება და საუბარი პრობლემის გადაწყვეტას შეეხება.

ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ უკვე ესაუბრა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

ამ დრომდე უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის დროებით მთავრობას. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის შენობა გაძარცვეს.

ფოტო: BBC

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g