რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონის ლიდერმა განაცხადა, რომ მან თავისი მებრძოლები გაგზავნა უკრაინაში, რათა შეუერთდეს ბრძოლას რუსულ ჯარებთან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში რამზან კადიროვი ამბობს, რომ ჩეჩენმა მებრძოლებმა, აქამდე წარმატებით მოახერხეს უკრაინულ სამხედრო ობიექტებზე კონტროლის დამყარება ისე, რომ ადამიანური დანაკარგი არ განეცადათ.
BBC-ი წერს, რომ კადიროვი რუსეთის პრეზიდენტის მთავარი მოკავშირეა.
კადიროვი პუტინის გადაწყვეტილებას ამართლებს და აცხადებს, რომ ეს ხელს შეუშლის მოსკოვის მტრებს ქვეყანა პლატფორმად გამოიყენონ, საიდანაც რუსეთს დაესხმებიან თავს.