LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: ნიგერიაში ნავთობმზიდისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

103
ნიგერია

„ნიგერიაში ნავთობმზიდისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა“ – ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ერთმანეთს ნავთობმზიდი და სატვირთო მანქანა შეეჯახა, რომელსაც მგზავრები და პირუტყვი გადაჰყავდა.

შეჯახებამ აფეთქება გამოიწვია, რის გამოც ორივე სატრანსპორტო საშუალება დაიწვა. აფეთქების შედეგად ცეცხლი სხვა ავტომობილებსაც მოედო.

როგორც BBC-ის ნიგერიის საგანგებო სამსახურებში განუცხადეს, რვა ადამიანი საავადმყოფოში რჩება.

ფოტო: Reuters

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები