რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე – ხერსონსა და ზაპოროჟიეში პირველი რუსული პასპორტები გაიცა. ამის შესახებ BBC-ი წერს, მოსკოვის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
“დღეს პირველი პასპორტები გაიცა იმ ადამიანებზე, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე მოთხოვნა გადაცხადა”. – ვკითხულობლობთ რუსეთის მიერ მართული ადგილობრივი “სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქში 20-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო რუსული პასპორტი.