მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” საუბრობს, რომ 3-4 წლის ასაკში მეტყველების პრობლემები ჰქონდა.
მისი თქმით, ბებიამისმა კოჯორში წაიყვანა, იქ შიშის მომხსნელი რაღაცები [შელოცვები] წაუკითხეს, მაგრამ არ ეშველა.
“მეტყველების პრობლემა მქონდა. 3-4 წლის ვიყავი, რაღაცამ შემაშინა. მე არ მახსოვს პირველი შემთხვევა სახლში რომ დავბრუნდი, ენა მებმებოდა. ყველაზე ცუდი, რაც მჭირდა, წინადადებას რომ ვამბობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც სიტყვას ვერ ვიტყოდი და სწორედ იმ სიტყვაზე მებმებოდა ენა. ამიტომ ჩემი მეთოდებით დავიწყე სიტყვების გადალაგება, გაკვეთილის მოყოლა მიჭირდა.
მეორედ ჩემს უფროს ნათესავებთან ვიყავი და საშინელებათა ჟანრის ფილმები ჩართეს, რასაც დღემდე ვერ ვუყურებ. იყვნენ თოჯინები, რომლებიც ადამიანებს წვავდნენ, ძალიან შემეშინდა. მაშინ დამება მეორედ ენა, ეს შიშები დღემდე მახსოვს. მარტო დარჩენის მეშინოდა ხოლმე.
მარტო დარჩენის შიში მქონდა.
რთული პერიოდი იყო, მახსოვს კოჯორში წამიყვანა ბებიაჩემმა, ბევრი ტრანსპორტი გამოვიცვალეთ, ფეხითაც ვიარეთ… თან ვერც ვხვდებოდი, სად მივდიოდით, კი არ მეუბნებოდა. ქალთან მივედით, მარილი უკან გადაყარა, შიშების მომხსნელი რაღაცები წაიკითხა და არ მეშველა.
დავიწყე სიტყვების ცვლა. თეატრალურში, პირველ კურსზე ხმამაღლა კითხვა ძალიან გამიჭირდა. „მეფე ლირს“ გვაკითხებდნენ, რეჟისორს ეჭირა ერთი წიგნი და იქ ვერაფერს შევცვლიდი. ისე მებმებოდა ენა, ვერ ვკითხულობდი… როლზეც გამიკეთებია ასე, სიტყვას უცებ შევცვლიდი ხოლმე, ან გადავიტანდი”, – საუბრობს გიგი დედალამაზიშვილი.
ამავე თემაზე:
ვიდეო: „10 წუთში მივხვდით ორივე, რომ ერთმანეთი მოგვწონდა” – გიგი დედალამაზიშვილი
ფოტო: გიგი დედალამაზიშვილის უფროსი ქალიშვილი სკოლაში წავიდა: „დღე, რომელიც სულ გვემახსოვრება…“
რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა და პერიოდი მქონდა – გიგი დედალამაზიშვილი
