LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი დედალამაზიშვილის ოჯახური ამბავი: „პირველი და მესამე წელი ყველაზე რთული იყო… დავაკაკუნე სახლში და ვთქვი, გაიცანით, მარინა დღეიდან აქ იცხოვრებს-მეთქი“

230
გიგი და მარინა

გიგი დედალამაზიშვილი უკრაინელ მეუღლესთან, მარინა კარპისთან ერთად ესტუმრა „დღის პოსტს“ და ისაუბრა მარინას და დედის შეხვედრის ამბავზე:

„…მარინა უკრაინიდან ჩამოვიდა. რამდენიმე კვირა სასტუმროში ვიყავით და მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა არ იყო განკუთვნილი იმ სასტუმროსთვის. წამოვიყვანე სახლში. ჩემებმა იცოდნენ მარინას შესახებ, მაგრამ არ იცნობდნენ პირადად. მახსოვს, ოთხი იანვარი იყო თუ ხუთი, როდესაც დავაკაკუნე სახლში და ვთქვი, გაიცანით, მარინა დღეიდან აქ იცხოვრებს-მეთქი…  ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ასე მოხდა და ძალიან კარგად მიიღეს ეს ყველაფერი…“

„პირველი წელი რთული იყო – შეგუების. თავიდან ურთიერთობა უნდა იწყებოდეს ერთი 20 წლის გამოცდილებით (იცინის)“, აღნიშნავს მუსიკოსი, ხოლო მისი მეუღლე დასძენს, რომ მესამე წელიც საკმაოდ რთული იყო.

ფოტო: გიგი დედალამაზიშვილის უფროსი ქალიშვილი სკოლაში წავიდა: „დღე, რომელიც სულ გვემახსოვრება…“

მარინა კარპი: „ჩემი დედამთილისგან ცხოვრებისეულ სიბრძნეს ვსწავლობ. როცა რამეზე გვიკამათია მე და გიგის, ციცი ყოველთვის ჩემს მხარეს დამდგარა“

რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა და პერიოდი მქონდა – გიგი დედალამაზიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g