LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბებო, გილოცავ დაბადების დღეს, შენ მაინც აუცილებლად უნდა მყავდე 100 წელი.. ერთი შენღა დამრჩი ვისაც შემიძლია დედასავით ჩავეხუტო“ – ნინი შერმადინის გულთბილი მილოცვა იუბილარ ბებიას

461
ნინი შერმადინი

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში გამზრდელი ბებიის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დაბადების დღეს ულოცავს. როგორც ნინი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბებიისგან ათასობით კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს, მისდამი სიყვარული ძალიან ძლიერია.

„9 თვიდან 9 წლამდე შვილივით გამზარდა, მის გარდა მშობლებიდან აღარავინ დამრჩა ❤️ მე კიდე ათასობით კილომეტრის მოშორებით ვარ და ვერ ვნახულობ, ვერ ველაპარაკები ყოველ დღე, ძალიან მიყვარს და როგორც მიყვარს ეს მარტო მე ვიცი ❤️❤️❤️❤️ ტელეფონის ხმარებაც არ იცის, როგორ დავურეკო და დაველაპარაკო ხოლმე მესინჯერიდან ❤️ ნელი ბებო, გილოცავ დაბადების დღეს, შენ მაინც აუცილებლად უნდა მყავდე 100 წელი. ერთი შენღა დამრჩი ვისაც შემიძლია დედასავით ჩავეხუტო, დედასავით რა შენ ჩემი დედაც იყავი, როცა მზრდიდი შვილივით, ნელიმ მასწავლა სიმღერაც, წერაც, კითხვაც და მის ხელში ავიდგი ფეხი. მიყვარხარ და მადლობა ყველაფრისთვის ❤️🙏 გილოცავ დაბადების დღეს ❤️ მალე გნახავ ❤️“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები