LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეჟან წაქაძე: „ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა“

182
ბეჟან წაქაძე

„სან­ქცი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის. ერ­თა­დერ­თი სან­ქცია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­მი­წე­სონ და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ ამის უფ­ლე­ბა არ აქვთ, ეს არის ჩემს ზეს­ტა­ფონ­ში და რე­გი­ონ­ში ჩას­ვლა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნულ საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა, „ბეჟან წა­ქა­ძის ოჯა­ხი თუ არ წავა ამე­რი­კა­ში და ევ­რო­პა­ში თუ არ იმოგ­ზა­უ­რებს, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, როცა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი დგას წინ“.

მი­სი­ თქმით, უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი უკან და­ხე­ვას არ აპი­რე­ბენ იმ პრინ­ცი­პებ­ზე, რა­საც ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი ჰქვია.

პრემიერი: პარლამენტთან ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას – პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა

„სან­ქცი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის. ერ­თა­დერ­თი სან­ქცია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­მი­წე­სონ და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ ამის უფ­ლე­ბა არ აქვთ, ეს არის ჩემს ზეს­ტა­ფონ­ში და რე­გი­ონ­ში ჩას­ვლა. და­ნარ­ჩენს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. არ მგო­ნია, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ [სან­ქცი­რე­ბის].

მოხ­დე­ბა გან­ხილ­ვა, თუ რამე ისეთ ღი­რე­ბულს წარ­მო­ად­გე­ნენ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლი და მი­სა­ღე­ბია, შე­ვი­ტანთ ცვლი­ლე­ბას [„უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში] იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­საც ჰქვია პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს ფორ­მატ­ში. უკან და­ხე­ვას არ ვა­პი­რებთ იმ პრინ­ცი­პებ­ზე, რა­საც ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი ჰქვია. ამა­ზე არ ვა­პი­რებთ, თო­რემ სა­უ­ბარს ვა­პი­რებთ.

„მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ყველა იმაზე ვფიქრობთ რას აპირებს პრეზიდენტი“ – კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ვეტოს პროცედურებს განმარტავს

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ე.წ გამჭვირვალობის კანონისა და მასზე პრეზიდენტის ვეტოს გამოყენების პროცედურებზე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს.

სან­ქცი­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა. [თუ და­ი­წყე­ბენ და­სან­ქცი­რე­ბის გან­ხილ­ვას] რა ვქნათ მერე? რა გა­ვა­კე­თოთ? ქვე­ყა­ნა დავ­ღუ­პოთ? ქვეყ­ნის­თვის ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის მზად ვართ. ევ­რო­კავ­ში­რი და ამე­რი­კა რა­ტომ გვინ­და? იმი­ტომ, რომ დე­მოკ­რა­ტია იყოს ხომ?

არც ერთ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლი არაა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არაა, რო­დე­საც ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენტს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ კა­ნო­ნი არ მი­ი­ღო­თო. ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ჩემი უფ­რო­სი ვი­ნაა იცით? ჩემი ამომ­რჩე­ვე­ლი.

მაიკლ როთი: მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს ამ კანონის მიღების შედეგებს

ბეჟან წა­ქა­ძის ოჯა­ხი თუ არ წავა ამე­რი­კა­ში და ევ­რო­პა­ში თუ არ იმოგ­ზა­უ­რებს, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, როცა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი დგას წინ“. – გა­ნა­ცხა­და ბეჟან წა­ქა­ძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 მაისს, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.