LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეჟაშვილი BBC-ის სტატიაზე: „ეჭვი მაქვს, ეს თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, მოსამართლეთა სანქცირება..“

155
ფორტუნა - 2023-04-12T153450.670

„ასეთი ინფორმაცია მათ შორის, „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებული იყო სხვა დროსაც და ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები ასეთ ინფორმაციაზე სათანადოდ ვერ და არ რეაგირებენ, ალბათ იმიტომ, რომ შესაბამისი მტკიცებულებები და დასაბუთება არ არსებობს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, სადაც დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული.

ბეჟაშვილი აცხადებს, რომ სამთავრობო პროპაგანდას სურს ამ თემით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გადაფაროს, როგორიც არის მოსამართლეთა სანქცირება, რიკოთზე არსებული პრობლემა და კენიაში ივანიშვილის ბაობაბებთან დაკავშირებული სკანდალი.

„ფაქტი არის, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციად რჩება და არავითარი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, მათ შორის, არც ევროპელი სამართალდამცავი ორგანოებისგან. ამიტომ ეჭვი მაქვს და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, რიკოთზე არსებული კატასტროფული ვითარება, რომელიც „ქართული ოცნების“ პირდაპირი ბრალეული მოქმედებით არის გამოწვეული და კიდევ სხვა უამრავი საკითხი, მათ შორის, სანქცირების და ა.შ.

ამიტომ ჩვენ ვნახავთ, დღეს ეს ინფორმაცია გავა საინფორმაციო სივრცეში და დარჩება სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ პროპაგანდად,“- განაცხადა ბეჟაშვილმა.

სახალხო დამცველი კეზერაშვილის საქმეზე: ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას

ლევან იოსელიანის თქმით, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, თუ რამდენად იქნება ეს სახალხო დამცველის მანდატში.

კითხვაზე, როცა სამთავრობო მედიაზე საუბრობს, ასეთად „ბიბისის“ მოიხსენიებს თუ არა, ბეჟაშვილი პასუხობს, რომ არა, თუმცა, აღნიშნავს, რომ მსგავს ინფორმაციას პროპაგანდა რა მიზნით იყენებს, ამაზე საზოგადოება დასკვნებს გააკეთებს.

„ასეთი ინფორმაციები უკვე, მათ შორის, „ბიბისის” მიერ გამოქვეყნებული იყო სხვა დროსაც და ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები ასეთ ინფორმაციაზე სათანადოდ ვერ და არ რეაგირებენ, ალბათ იმიტომ, რომ შესაბამისი მტკიცებულებები და დასაბუთება არ არსებობს. პროპაგანდა რა მიზნისთვის იყენებს, ამაზე საზოგადოება დასკვნებს გააკეთებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ამავე თემაზე:

პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დავით კეზერაშვილს იფარებს ევროპა და ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში, იმედი მაქვს, საქართველოს გადმოეცემა

ელისაშვილი: „აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა, ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია.. არსად დაგეკარგოთ ეგ კეზერაშვილი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g