LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: „აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა, ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია.. არსად დაგეკარგოთ ეგ კეზერაშვილი“

134
ფორტუნა - 2023-04-12T135907.686

აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი  „ბიბისის“ მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატიის გამოქვეყნებას, სადაც დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორადა არის მოხსენიებული.

„მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა“ – BBC სტატიას აქვეყნებს სქემაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული

„აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია დგანან მერე და თან ჭკუას გასწავლიან. არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი. „ოცნება“ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ „ნაცები“ არ უნდა მოვუშვათ“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დავით კეზერაშვილს იფარებს ევროპა და ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში, იმედი მაქვს, საქართველოს გადმოეცემა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები