LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეჟაშვილი მელიაზე: ვერ ეგუება პარტიაში არჩევნების წაგებას – ამგვარი ჭორებითა და განცხადებებით ყველა ადამიანი თავად გამორიცხავს პარტიის წევრობას

175
ლევან ბეჟაშვილი და ნიკა მელია

„ჩვენი მხრიდან ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი ინიციირებული არ იქნება, თუმცა ამგვარი ჭორებითა და განცხადებებით ყველა ადამიანი თავად გამორიცხავს პარტიის წევრობას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია შიდაპარტიულ არჩევნებში მარცხს ვერ ეგუება:

ნიკა მელია: მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს, უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა, გადადგას ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები!

„სამწუხაროა, რომ ამ განცხადებების გამკეთებელი სუბიექტი ვერ ეგუება პარტიაში არჩევნების წაგებას. პრაქტიკულად, არჩევნების წაგების დღიდან „ნაციონალური მოძრაობის“, მისივე პარტიის საბოტირებით არის დაკავებული.

ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე: „იმდენად ხელმოცარულები არიან, პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ“

ხაბეიშვილი გამოეხმაურა ასევე ნიკა მელიას მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ მელია „თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან“.

ამიტომ ვფიქრობ, რომ სერიოზული პასუხის გაცემა და ამ განცხადებებსა და ჭორებზე რეაქცია მიუღებელია. პარტიის ამოცანაა, ებრძოლოს რუსულ ოცნებას და რუსულ ოლიგარქიულ წესრიგს. ვისთვისაც ესაა მთავარი ამოცანა, პარტიისგან მას თანამშრომლობის სურვილი აქვს.

ჩვენი მხრიდან ნიკა მელიას პარტიისგან გარიცხვის საკითხი ინიციირებული არ იქნება, თუმცა ყველა ადამიანი ამგვარი ჭორებითა და განცხადებებით თავად გამორიცხავს პარტიის წევრობას და ახდენს პოლიტიკური ოჯახიდან ამორიცხვას.“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g