LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეჟაშვილი სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებაზე: ამ ბოდვის დაშვება ნიშნავს, რომელმაც საქართველოში მოწვევა გამოაგზავნა

74
ლევან ბეჟაშვილი

„ამ ბოდვის დაშვება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ პატივს არ სცემ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინის სპეცსამსახურებს და უკრაინულ მხარეს, რომელმაც საქართველოში მოწვევა გამოაგზავნა,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც იგი გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სუს-მა ენმ-ის მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციის მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ოფიციალური მოწვევა გააჩნია და უკრაინული მხარე მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. როგორც მანვე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით არასერიოზულ რეაგირებას განაგრძობს.

გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნითაა მობილიზებული, ეს არის მიზეზი თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში

„ჯერ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გამოვიდა და გაუგონარი ბრალდებები თქვა, რაც არასერიოზულად აღვიქვით. ამ არასერიოზულ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ უფრო არასერიოზული გადაწყვეტილება მოაყოლეს.

სისხლის სამართლებრივი საქმის დაწყება, სამართლებრივი თვალსაზრისითაც ბუნდოვანია და ბოდვაა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ერთი ჯაშუშიც კი არ გამოუვლენია და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნით და მათზე „ფეიკი“ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით არიან დაკავებული.

ამ სისხლის სამართლის საქმეების უკვე არც არავის სჯერა და არც არავის ეშინია. 2012 წლის შემდეგ ასეთი არა ერთი საქმე აღიძრა – გახსოვთ, „საბურავების საქმე“, 2016 წლისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდის გადატრიალებები და უამრავი სხვა ფალსიფიცირებული საქმე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი აზრით, ამის მიზანი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი კვლავ მოატყუონ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ, “ფეიკ“ მტრები შექმნან და შემდეგ ამ “ფეიკ“ მტრებთან ბრძოლა და გამარჯვება აზეიმონ.

mazda magti 5g