სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ სუს-ში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიება 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით 2 დღის წინ დაიწყო, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.
გარდა ამისა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ინფორმაცია უკვე მიეწოდათ უკრაინის სპეცსამსახურებსაც.