LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერებაა, როდესაც ხარ საოცარი ემოციის, იმ მუსიკალური ეპოქის ნაწილი, რომელიც კომპოზიტორმა, ჯემალ სეფიაშვილმა შექმნა“ – 9 აპრილს ფილარმონიაში ჯემალ სეფიაშვილის კონცერტი გაიმართა

877
ჯემალ სეფიაშვილის კონცერტი

„ჯემალ სეფიაშვილი – სიყვარულით” – ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

საღამო 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული სიმღერით „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ დაიწყო, რომელიც შეასრულა ახალგაზრდა მომღერალთა გუნდმა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით.

„კონცერტის  მარგალიტები“ ასეთი  ფრაზით მიმართავდნენ ახალგაზრდა მომღერალთა გუნდს, მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, რომელთაც საოცარი ემოციით შეასრულეს და გახსნეს ბატონ, ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო, სიმღერით: „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.

ჯემალ სეფიაშვილის სასიმღერო შემოქმედების საორკესტრო ვერსიების ავტორი ნიკა ნიკვაშვილი გახლდათ.შესრულდა, კომპოზიტორის ძველი და ცნობილი სიმღერების ახლებური ვერსიები.კონცერტში მონაწილეობდნენ: თამარ გვერდწითელი, ანსამბლი „შვიდკაცა“, სოფო ხალვაში, მიხეილ ჯავახიშვილი, მორის ჯანაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, „ჰერიო“, გიორგი სუხიტაშვილი, აჩიკო ბერიძე, სანდრო კობახიძე, ლიკა დოლიძე, „თეატრალურის კვარტეტი”, ლელა თელია, „ქუჩის ბიჭები“, ტრიო „აპრილია“.

 „ბედნიერებაა, როდესაც ხარ საოცარი ემოციის, იმ მუსიკალური ეპოქის ნაწილი, რომელიც კომპოზიტორმა, ჯემალ სეფიაშვილმა შექმნა.  რაც შეეხება გუნდს: ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, გამოცდილება, მოტივაცია იმისა, რომ ჩვეულ რიტმში და მოწოდების სიმაღლეზე გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და ვემსახუროთ ყველაზე ღირებულს – მუსიკალურ საგანძურს“, –  განაცხადა  გუნდის ხელმძღვანელმა, სამუსიკო ხელოვნების დოქტორმა, მეკო ქავთარაძემ.

პროექტი განხორციელდა თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ეგიდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g