რა გავლენა აქვს ბავშვის ხშირ ავადობას იმასთან, თუ რა გარემოში უწევთ პატარებს ცხოვრება – ამ კითხვას გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა უპასუხა. კითხვაზე, ღირს თუ არა იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატების მიცემა ხშირად მოავადე ბავშვებისთვის, ბიძინა კულუმბეგოვმა მშობლების როლზე გაამახვილა ყურაღება:
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია ბავშვთა ავადობის თავიდან აცილების მიზნით, არის მშობლებისა და შვილების უშუალო კონტაქტის დროის გაზრდა. ბედნიერი ბავშვები ნაკლებად ავადმყოფობენ, ამიტომ აუცილებელია მეტი კონტაქტი იქონიოთ შვილებთან, მეტად მოეფეროთ მათ. მოაშორეთ შვილები გაჯეტებს და უშუალო კონტაქტი იქონიეთ მათთან. დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებიც ოჯახებში იზრდებიან ათჯერ ნაკლებად ავადობენ, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც რაიმე ინსტიტუციაში იზრდებიან“.