მიმდინარე წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ბილი აილიშისთვის. 18 წლის მუსიკოსი „გრემისა“ და BRIT Awards-ის ტრიუმფატორი გახდა, ამავე წელს ჩაწერა საუნდტრეკი ბონდის ახალი ფილმისთვის და ახალი ალბომის გამოსვლაც დაანონსა. ამჯერად კი BRIT Awards-ზე გამარჯვებით ბედნიერი აილიში „ბიბისის“ რადიოსადგურს ესტუმრა.
რადიოსადგურის შესასვლელთან მომღერალს უამრავი ფანი დახვდა. ბილი აილიშმა გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგა და ფოტოებიც გადაიღო. ის ტრადიციისამებრ დიდი ზომის სვიტერსა და ჭრელ შარვალში იყო გამოწყობილი.