ფილიპინელ კენ ამანტეს ბავშვობიდან გამორჩეულად უყვარდა ცხოველები. როდესაც ბიჭს მშობლებმა პირველად მისცეს ჯიბის ფული, ცხოველებზე ზრუნვა, მათი გამოკვება დაიწყო. ყოველდღე, თავისი დიდი ზურგჩანთით სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში მიდიოდა, ცხოველებისთვს საკვებს ყიდულობდა და ყველა შემხვედრ მიუსაფარ ძაღლს თუ კატას კვებავდა.
ერთ დღესაც ბიჭს მამა დაედევნა, გადაწყვიტა გაეგო, სად მიდიოდა მისი ვაჟი ყოველდღე და რაში ხარჯავდა ფულს. მამა სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როდესაც დაიხანა როგორ კვებავდა კენი ორ მიუსაფარ ძაღლს.
კენის საიდუმლო ბევრისთვის გახდა ცნობილი, როდესაც მამამ ბიჭის ამ ძაღლებთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. მალე ფოტოები მთელ ინტერნეტსივრცეს მოედო.
ბიჭის კეთილმა საქციელმა ბევრზე მოახდინა შთაბეჭდილება. მალე მის ანგარიშზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაიწყეს ფულის დარიცხვა.
ამ შემოწირულობამ კი ბიჭს დიდი ხნის ოცნების ახდენის შესაძლებლობა მისცა. 9 წლის ასაკში მან მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარი გახსნა.
“ბედნიერი ცხოველების კლუბი” – ასე ქვია თავშესაფარს, რომლიც 2014 წლის 31 მარტიდან ფუნქციონირებს ფილიპინებში, დავაოს რეგიონში. კენი დღემდე იღებს დახმარებას ცხოველთა მოყვარულებისგან.
თავშესაფრის ორგანიზებაში ბიჭს მშობლები დაეხმარნენ, რომლებმაც, თითქმის 1 000 კვ/მ ფართობის ნაკვეთი იქირავეს და საჭიროებისამებრ აღჭურვეს.
2014 წლიდან, კენმა და თავშესაფრის თანამშრომლებმა ასზე მეტი მშიერი და დაავადებული ცხოველი გადაარჩინეს. გარდა ამისა, მათ უამრავი საკვები შეიძინეს და გასცეს მიუსაფარი კატებისა და ძაღლებისთვის.
დღეს კი უკვე გაზრდილი კენი არა მხოლოდ მის გარშემო მყოფ მიუსაფარ ცხოველებზე, არამედ სხვა ქალაქების ქუჩის ძაღლებსა და კატებზე ზრუნავს.