LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ” – საქართველოს კაპიტანი მოსკოვმა 6 მილიონად იყიდა

239
moskovs

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის არმიელთა გუნდში გადასვლით ბედნიერია.

ქართველმა სპორტსმენმა რუსულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მისი თქმით, სულმოუთქმელად ელის, როდის შეძლებს საოცარ კალათბურთელებთან ერთად თამაშს.

“ბედნიერი ვარ, რომ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონებს შევუერთდი… იმედი მაქვს, რომ ცსკა-სთან ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებას ევროლიგაზე და VTB ლიგაზე”, – შენგელიას ეს კომენტარი კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

დიმიტრის იტუდისი, ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი:

“შესანიშნავი სვლა გავაკეთეთ, ამიტომ მინდა კლუბს მივულოცო. ასევე ვულოცავ თოკოს, რადგან ის, ხაზგასმით ვამბობ, ცსკა-ში თამაშის უდიდეს სურვილს გამოთქვამდა. ის უნივერსალური მოთამაშეა და გაფურჩქვნის ასაკშია. ამიტომ ოფიციალურად ვეუბნები – “კეთილი იყოს შენი მობრძანება” და ვიმედოვნებ, რომ მისი განწყობა და ოსტატობა ჩვენს მოლოდინს გაამართლებს. ვიცი, რომ გულშემატკივრები მოხარული არიან შენგელიას ჩვენს გუნდში ხილვით”.

 

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან (არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი) სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“გელოდებით მოსკოვში”, – წერია ქართულად და ინგლისურად ვიდეოზე, რომელიც ამ ფაქტის აღსანიშნად კლუბმა გაავრცელა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, არმიელებს შენგელიას გამოსყიდვა 6 მილიონი ევრო დაუჯდა.

შენგელია იმედოვნებს, რომ ესპანეთის “ბასკონიიდან” მოსკოვის ცსკა-ში გადასვლით, მის მიმართ ქართველი გულშემატკივრის  დამოკიდებულება არ შეიცვლება.

თუმცა მისი გადაწყვეტილება, საქართველოში სპორტულმა სამყარომ თითქმის ერთხმად დაგმო.

ცნობისთვის, თორნიკე შენგელიას მამა, კახა შენგელია საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელადაც მიიჩნევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g