LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეამაყება, რომ ჩემი ხალხის გახარების საშუალება მომეცა” – თორნიკე შენგელია

205
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

მეამაყება, რომ საშუალება მომეცა, ჩემი ხალხი გამეხარებინა, – აღნიშნულის შესახებ ისლანდიასთან მატჩის შემდეგ თორნიკე შენგელიამ განაცხადა.

„ეს იყო ყველაზე ემოციური მატჩი, რაც საქართველოს ნაკრებში მითამაშია. საოცრად გახარებული ვარ ჩემს გუნდელებთან, მწვრთნელებთან და ყველა ქართველთან ერთად. მეამაყება, რომ საშუალება მომეცა, ჩემი ხალხი გამეხარებინა.

ურთულესი თამაში იყო. ისლანდიამ თავიდან ბოლომდე იბრძოლა. თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა დიდებული სამუშაო შეასრულა და მიაღწია მიზანს მატჩში, რომლის ყოველი დეტალი, ყოველი მოხსნა, ყოველი ფოლი, ყოველი შეცდომა უმნიშვნელოვანესი იყო. ეს იყო იშვიათი მატჩი, რომლის მთელ 40 წუთში ყოველი წამი ფასეული იყო”, – განაცხადა „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, თორნიკე შენგელიამ.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

„ჩვენ შევქმენით ისტორია“ – საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

რა ხდებოდა თბილისი არენაზე, სადაც საქართველომ ისტორიული შედეგი დაწერა – სალომე ღვინიაშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები