LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსი და ლატვია ერთმანეთის ელჩებსა და საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნიდან აძევებენ

85
პ]ჯო

ბელარუსში ლატვიის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად ერთი დღის ვადა მიეცა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

“ელჩს შევთავაზეთ 24 საათის განმავლობაში დატოვოს ბელარუსის ტერიტორია. მთელ დიპლომატიურ და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ შემადგენლობას ასევე შევთავაზეთ, დატოვონ ბელარუსი 48 საათის განმავლობაში. დარჩება ერთი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი შენობის მოსავლელად”, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ.

მინსკის საპასუხოდ, ლატვია ქვეყნიდან აძევებს ბელარუსის ელჩსა და საელჩოს ყველა დიპლომატს, ასევე ყველა თანამშრომელს.

უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას აპირებს

შეგახსენებთ, 23 მაისს მინსკის მოთხოვნით ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს.

ბელარუსმა დისპეჩერებმა შეატყობინეს ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა დააკავეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g