LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბელარუსიდან გაიქცა დისპეტჩერი, რომელმაც Ryanair-ის თვითმფრინავს მინსკში დაშვება აიძულა“ – ადგილობრივი მედია

63
ავიადისპეჩერი

ავიადისპეტჩერმა ოლეგ გალეგოვმა ბელარუსი ოჯახთან ერთად დატოვა. გელეგოვი ის დისპეჩერია, რომელმაც 23 მაისს, ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს ბორტზე ბომბის არსებობის ყალბი შეტყობინების საფუძველზე, მინსკის აეროპორტში დაშვება მოსთხოვა.

ლაინერში კი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ოპოზიციონერი ბლოგერი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს დამფუძნებელი, რამან პრატასევიჩი იმყოფებოდა.

მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ პრატასევიჩი და მისი მეგობარი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიადისპეტჩერმა, ოლეგ გალეგოვმა ბელარუსი ოჯახთან ერთად ივლისის დასაწყისში დატოვა და საკუთარი გეგმების შესახებ კოლეგებისთვის არაფერი უცნობებია.

გამოცემა Наша Ніва-ს ბელარუსის აერონავიგაციის სამსახურის თანამშრომლებმა დაუდასტურეს, რომ გალეგოვი მოულოდნელად გაუჩინარდა, ტელეფონი გათიშა და სოციალურ ქსელებში პირადი გვერდები წაშალა. მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ კი არც ის გამორიცხა, რომ ოლეგ გალეგოვი საქართველოში გაემგზავრა, სადაც ნათესავები ჰყავს.

აერონავიგაციის სამსახურის ოფიციალური განმარტებით, გალეგოვმა ივნისში შვებულება აიღო და სამსახურიდან მისი წასვლის შესახებ არაფერი განუცხადებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები