ბელარუსის პარლამენტმა “ტერორისტული თავდასხმის მცდელობისთვის” სიკვდილით დასჯა დაამტკიცა.
ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
ამიერიდან სიკვდილით დასჯა გათვალისწინებულია:
- უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობა საერთაშორისო გართულებების პროვოცირების მიზნით;
- ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა, ბირთვული ენერგიის ობიექტების გამოყენებით, რადიოაქტიური ნივთიერებების ან ბირთვული მასალების, ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებით;
- სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მცდელობა, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის.
სიკვდილით დასჯის შემოღების ინიციატორი ადგილობრივი დეპუტატები არიან.