LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსს შეუძლია ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზება – ლუკაშენკოს პრესმდივანი

119
BeFunky-collage_ - 2025-08-20T013121.310

ბელარუსს შეუძლია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციური შეხვედრის ორგანიზება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა განაცხადა.

„ბელარუსს არ უთხოვია შუამავლის როლი და არც ითხოვს, მაგრამ, თუ ეს ჩვენს მოძმე რესპუბლიკაში მშვიდობისთვის აუცილებელია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრის ორგანიზებისთვის“, – განაცხადა ნატალია ეისმონტმა.

ამასთან, ეისმონტმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი არ განხილულა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ბოლო სატელეფონო საუბრის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g