ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც საფეხბურთო ჩემპიონატი არ გაუუქმებია.
ბრესტში გამათულ მორიგი ტურის მატჩს დაახლოებით 1100 მაყურებელი დაესწრო. პანდემიის ფონზე ბევრ გულშემატკივარს მაინც შეეშინდა სტადიონზე მისვლა. სწორედ ამიტომ მოთამაშეების მხარდასაჭერად ტრიბუნებზე ათეულობით მანეკენი და მუყაოს ფიგურები დადგეს.
მინსკში ჯერჯერობით კარანტინი არ გამოცხადებულა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მაღალია. ელოდებიან, რომ პიკი დაახლოებით სამ კვირაში იქნება.
განსაკუთრებული ზომების მიღებას ხელისუფლება მაშინ გეგმავს, როდესაც საავადმყოფოები ავადმყოფების დიდ ნაკადს ვერ გაუმკლავდებიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მკაცრი ზომების გატარებას უკვე ახლა მოითხოვს. ორგანიზაცია ქვეყანაში უკვე ერთი კვირაა მუშაობს. ექსპერტები ითხოვენ, რომ ქვეყანაში ხალხმრავალი თავყრილობები აიკრძალოს.
გასულ კვირა დღეს ბელარუსში კორონავირუსით 2 578 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს ქვეყანაში 26 ადამიანი ემსხვერპლა.
თვის დასაწყისიდან გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. შემთხვევების უმეტესობა დედაქალაქში ფიქსირდება.
ამათან დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ბევრი ბელარუსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდებას ითვალისწინებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ მიდიან. რესტორნებსა და ბაზრობებზე ხალხის სიმცირე შეინიშნება.