ბელგიასა და ჰოლანდიაში ქარიშხალს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით სააგენტო AP წერს. ნიდერლანდების პოლიციის ინფორმაციით, ხეების წაქცევის გამო 3 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
LIVE: Weeralarm beëindigd, alleen nog code rood voor Overijssel en Gelderland: De zware storm die over het land raast heeft in Olst, Vuren en Enschede aan drie mensen het leven gekost. Vanochtend begon de storm bij de kust van ons land, met een… https://t.co/Mw2UwfStdD pic.twitter.com/mycpzsni6E
— deStentor_Veluwe (@ds_Veluwe2) January 18, 2018
გაზეთ Soir-ის ცნობით, ბელგიაში უამინდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სარკინიგზო მიმოსვლა გაჩერებულია. ამსტერდამის აეროპორტში 320 რეისი გადაიდო.
LIVE: NS garandeert niet dat iedereen thuiskomt: De zware storm die over het land raast heeft in Olst, Vuren en Enschede aan drie mensen het leven gekost. Vanochtend begon de storm bij de kust van ons land, met een windkracht 11 gemeten bij Hoek van… https://t.co/YMGFeXxGBM pic.twitter.com/o3fB1CjdDx
— deStentor_Veluwe (@ds_Veluwe2) January 18, 2018
ნიდერლანდებში ქარიშხლის გამო საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. სინოპტოკოსების პროგნოზით, ქარიშხალი გვიან ღამემდე შენარჩუნდება.