ბელგიის პოლიცია ბრიუსელის რაიონ მოლენბეკში სპეცოპერაციას ატარებს – აღნიშნულ რაიონში დილით საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, რაიონში უამრავი პოლიციელია. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ მოლენბეკში ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.
თავის მხრივ, საფრანგეთის პოლიცია აცხადებს, რომ პარიზში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით ქვეყნის ტერიტორიაზე 168 ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში მიაკვლიეს „კალაშნიკოვის“ ავტომატებს, პისტოლეტებს და ასაფეთქებელ საშუალებებს.
ქვეყნის შს მინისტრის ინფორმაციით, დაკავებულია 23 ადამიანი, 104 კი შინაპატიმრობაში იმყოფება.