ბელგიის ზოოპარკში გიგანტური პანდა დაიბადა, რომელიც სულ რაღაც 171 გრამს იწონის. “ბიჭია, ჯერ უთმო და ბრმა არის, იწონის 171 გრამს. ერთი შეხედვით, პატარ ვარდისფერ სოსისს გავს” ,- აცხადებს ზოოპარკის დირექტორი ტიმ ბოტსი.
ბელგია მესამე ქვეყანაა, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, სადაც პანდები წარმატებით მრავლდებიან. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში სულ 2 ათასამდე პანდაა. 300 პანდა მარტო ჩინეთის ზოოპარკში ცხოვრობს.