LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში კორონავირუსის ვაქცინა უფასო და ნებაყოფლობითი იქნება

140
ცოვვვვვვვი

ბელგიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მომავალი ვაქცინა უფასო და ნებაყოფლობითი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მომავალი წლის დასაწყისში COVID19-ის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის შესახებ ლიცენზიის გაცემაც დაიწყება. ვაქცინაციის კამპანია თებერვლიდან იგეგმება.

სეზონური გრიპის ვაქცინის მიღებისას პრიორიტეტი ხანდაზმულებს და რისკის ქვეშ მყოფ პირებს მიენიჭებათ. ამ ჯგუფში ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები შედიან.

იფსოს (Ipsos) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბელგიაში მცხოვრები ექვსი ადამიანიდან ერთს კორონავირუსზე აცრის გაკეთების სურვილი არ აქვს. კვლევაში 1 700 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან მხოლოდ 36 %-მა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდებიან ვაქცინის გაკეთებას.

”ვაქცინის გაკეთება არ იქნება სავალდებულო, მაგრამ ვაპირებთ ძალიან აქტიურად დავიწყოთ კამპანია და დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ვაქცინა იქნება სასარგებლო, უსაფრთხო და ეფექტიანი COVID 19-ის დასამარცხებლად და პანდემიის დასრულების გზაზე.

ჩვენი მიზანია ბელგიის მოსახლეობის 70-80% -ის აცრა, რაც 8 მილიონი ადამიანისთვის COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას ნიშნავს. პრიორიტეტების შესახებ ევროპული სააგენტოები რეკომენდაციებს ამზადებენ და სტრატეგიაზე ვმუშაობთ ჩვენც” – ნათქვამია განცხადებაში.

ბელგიაში 7-დან 13 ნოემბრამდე ყოველდღიურად ინფიცირებულთა მაჩვენებელმა საშუალოდ 5 000 შეადგინა, რაც 49 %-ით ნაკლებია 2-დან 6 ნოემბრამდე არსებულ მონაცემთან შედარებით. ბოლო ორ კვირაში 100 000 მოსახლეზე საშუალოდ, 807 ინფიცირებული დაფიქსირდა, რაც ასევე 55 % ით კლების ტენდენციას ადასტურებს.

ბოლო 24 საათში ბელგიის სამეფოში კორონავირუსი დაუდასტურდა 1932 პაციენტს . გარდაიცვალა 195 ადამიანი. ჯანდაცვის ინსტიტუტის ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 5 დღეში ბელგიაში COVID19-ზე 29 100 ადამიანს ჩაუტარდა ტესტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g