LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში მოსამართლეებმა პროცესების ონლაინ ჩატარება დაიწყეს

119
fa19f860-skyecc-1024x683

ბელგიის ოთხ სასამართლოში დაიწყეს დატესტვა ახალი სისტემის, რომელიც ბრალდებულს და სასამართლო პროცესის სხვა მონაწილეებს პროცესზე ვირტუალურად დასწრების შესაძლებლობას აძლევს. Brussels times-ის ინფორმაციით, საუბარი სისხლის სამართლის საქმეებზეა.

ბრალდებულები, ადვოკატები, ექსპერტები და მოწმეები შეძლებენ პროცესს კორპორაციული პლატფორმით Microsoft Teams-ით ჩაერთონ, თუკი ამა თუ იმ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ. სხდომაზე მყოფი ადამიანები მათ სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებზე დაინახავენ.

სისტემა უკვე გამოცადეს სამოქალაქო საქმეების განხილვისას. ამიერიდან კი მას სისხლის სამართლის მუხლებთან დაკავშირებულ შემთხვევებზეც გაავრცელებენ.

ონლაინ-ოფცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი იმ პატიმრებისთვის, ვინც სასჯელს ციხეში იხდის. თუმცა, ამ პრობლემას უახლოეს მომავალში მოაგვარებენ.

ტესტირების შემდეგ ონლაინ-სასამართლოს სისტემას მთელი ქვეყნის მასშტაბით გაავრცელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები