ბელგიაში შესაძლოა ნაკრების გარშემო დიდი სკანდალი აგორდეს იმ პუბლიკაციის შემდეგ, რომელიც გამოცემა HLN-ში გამოქვეყნდა. წყარო ამტკიცებს, რომ სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ბორდოში ირლანდიასთან მოგებული მატჩის (ჯგუფურ ეტაპზე 3:0) შემდეგ ბარბექიუ მოაწყვეს. სიტუაციის სიმძიმე იმაშია, რომ ამ საღამოზე ნაკრების თანამშრომლები ძალიან მთვრალები იყვნენ, ზოგიერთი მათგანი კი სასტუმროში ხელით მისატანი გახდა.
შეგახსენებთ, ფავორიტი ბელგია მეოთხედფინალში უელსთან 1:3 წაგების შემდეგ გავარდა.