LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bellingcat-ის ხელმძღვანელი: პუტინი გაცოფებულია, აშშ უკრაინას „პეტრიოტებს“ გადასცემს

714
ხრისტო გროზევი

„როდესაც პუტინმა გაიგო, რომ უკრაინაში 8 ძალიან ძვირფასი რაკეტა გაისროლეს ვინიცაზე და ეს რაკეტები რუსეთის შეიარაღებული ძალების არსენალში აღარ დარჩა, პუტინი გაცოფებული იყო, მას ეგონა, რომ რუსეთს 1000 ასეთი რაკეტა აქვს.“– ამის შესახებ საგამოძიებო გამოცემის, Bellingcat-ის ხელმძღვანელმა ხრისტო გროზევმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს ჯერჯერობით უკრაინაში შეიარაღებული ძალების 95% არ გამოუყენებია, როგორც ამას ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, მაგრამ რესურსების უდიდესი ნაწილი, ანუ საწვავი, რაკეტები, ამუნიცია უკვე გამოიყენეს.

„ის შეიარაღება, რისი კონცენტრაციაც რუსეთმა უკრაინასთან მოახდინა,  7-8-დღიანი ომისთვის იყო გათვლილი. საოკუპაციო ძალები მოფანტულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ლოჯისტიკა ძალიან ცუდია, მე ველოდები, რომ მომდევნო დღეებში იქნება დაბომბვების ახალი მცდელობა, ანუ იქნება გამოყენებული რაკეტები, რომელთა მოქმედების მანძილი 120-130 კმ-ს შეადგენს.

ამისთვის მზადება სუმის და ხარკოვის მიდამოებში შეინიშნება. მაგრამ უკრაინასაც თავდაცვის დამატებითი ძალები გაუჩნდება, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო, საუბარია ამერიკული „პეტრიოტების“ მიწოდებაზე, ანუ ისინი საჰაერო მიზნებთან უფრო ეფექტიან ბრძოლას შეძლებენ“, –ამბობს ხრისტო გროზევი.

„პეტრიოტი“ MIM-104 აწარმოებს ამერიკული კომპანია „რეიტონი“. კომპლექსი შეიქმნა 1963 წელს და ამის შემდეგ რამდენჯერმე მოდერნიზებული იყო.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტში“ შედის რაკეტა და სარადარო სისტემა. კომპლექსის ოფიციალური დასახელებაა Phased Array Tracking Radar to Intercept On Target

ერთი რაკეტის გაშვება აშშ-ს 3 მლნ დოლარი უჯდება.

 

„პეტრიოტი“ MIM-104
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g