„ბენ აფლეკი ბრედ პიტის ერთ-ერთ ექსს ქრაშავს“, – ასეთი სათაურით ავრცელებს სიახლეს Daily Mail. სტატიაში თან დართულია საარქივო ფოტოები, რომელშიც ბენი ისეთ ვარსკვლავურ ქალბატონებთან პოზირებს, როგორებიც ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუა. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელს აფლეკი 1997 წლიდან, 2000 წლამდე ხვდებოდა.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ბენს ჰკითხეს, თუ ვინ არის მისთვის ყველაზე გლამურული მსახიობი ქალი, რაზეც მან უპასუხა, რომ ასეთი ქალბატონი ანჯელინა ჯოლია.
„ბენი ანჯელინათი მუდამ აღფრთოვანებული იყო, ის თვლის, რომ ჯოლი საოცრად ნიჭიერი ადამიანია და აღტაცებულია მისი მიზანდასახულობითა და შარმით“, – განაცხადა წყარომ.
ბენსა და ჯოლის, შორეულ 90-იან წლებში რომანი არ ჰქონიათ. ახლა კი ორივე მათგანი თავისუფალია ასე რომ, შესაძლოა, წინ ზე-ვარსკვლავური რომანი გველოდება.
შეგახსენებთ, ორი წლის წინ გვინეტ პელტროუმ, რომელიც წარსულში ბრედ პიტსა და ბენ აფლეკს ხვდებოდა ექსებზე ისაუბრა.
„აფლეკი საწოლში უკეთესი იყო, მაგრამ ბრედი ბენზე უკეთესი მსახიობი გახლდათ. ორივეს ღვთაებრივი კოცნა შეეძლო. რაც შეეხება მათ სტილს, ვფიქრობ, რომ ბრედს სტილის უკეთესი შეგრძნება აქვს. ბენს ჩემი გაცინება უკეთ შეეძლო, მაგრამ მასთან უფრო ხშირად ვჩხუბობდი“, – იხსენებს პელტროუ.





