ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ცდილობენ, საკუთარი უთანხმოებით ბავშვებს დისკომფორტი არ შეუქმნან. ტაბლოიდები წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ შობას მთელი ოჯახი ერთად გაატარებს.
„ჯენი და ბენი უკვე გეგმავენ, როგორ გაატარონ შობის სადღესასწაულო დღეები. გარნერს სურს, შობას შვილების გამო ბენთან ერთად იყოს,“ – ამბობს ტაბლოიდების წყარო.
მსახიობები ერთმანეთს ბავშვების ძიძის გამო დაშორდნენ – როგორც ჩანს, ბენ აფლეკს სწორედ მასთან ჰქონდა რომანი.
