LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი მეთ დეიმონის ოჯახს ანგრევს

100

ტაბლოიდები წერენ, რომ 45 წლის მეთ დეიმონისა და 39 წლის ლუჩანა ბაროზოს ოჯახი დანგრევის პირას არის. ლუჩანა აღარ აპირებს აიტანოს დეიმონის დაუსრულებელი წვეულებები, რომელსაც მსახიობი მეგობართან, ბენ აფლეკთან ერთად მართავს.

მეტის ცოლის აზრით, აფლეკი დეიმონს არწმუნებს, რომ უმჯობესი იქნება ოჯახი დაანგრიოს და თავისუფალი ცხოვრებით დატკბეს.

„ლუჩანა მიიჩნევს, რომ მეტმა მას ყველაფერი უნდა უამბოს, რაც მის ცხოვრებაში ხდება, მათ შორის – რაზე საუბრობენ ის და ბენი ლოს-ანჯელესში ბარებში ყოფნისას, რაზეც მეტმა სასტიკი უარი განუცხადა. ლუჩანა ძალიან გაბრაზდა და მიიჩნევს, რომ ბენი და მეტი ცოლებს უცნობ გოგონებთან ღალატობენ,“ – წერს Star Magazine წაკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

მეტ დეიმონსა და ლუჩანა ბაროზოს ოთხი შვილი ჰყავთ, მათგან ყველაზე უფროსი 16 წლის, ხოლო უმცროსი 5 წლის არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g