„ბენ აფლეკი მზადაა, ჯეი ლოს მილიონები გადაუხადოს, ოღონდ მას საბოლოოდ შეეშვას“ – ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს. მეტიც, შესაძლოა „ბენიფერის“ დავამ მალე სასამართლო დარბაზში გადაინაცვლოს.
წყაროს ცნობით, ლოპესი აფლეკის $150 მილიონიან ქონებაზე წვდომას ითხოვს, რადგან, მისი თქმით, თანაცხოვრების პერიოდში თავად ფარავდა ბევრ საერთო ხარჯს, სახლიდან დაწყებული, კერძო თვითმფრინავებით დასრულებული.
აღსანიშნავია, რომ წყვილს არ ჰქონდა საქორწინო შეთანხმება, რაც ფინანსურ პროცესებს კიდევ უფრო ართულებს.
„ჯეი ლო ბენისგან თავს დამცირებულად გრძნობს“, – ნათქვამია ინსაიდერის განცხადებაში.

