LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენ აფლეკი ოჯახს დაუბრუნდა და ის ბოლოს და ბოლოს ბედნიერია“ – მსახიობის უახლესი ფოტოები

1238
page

მეუღლესთან განქორწინების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ბენ აფლეკი კვლავ ექს-მეუღლესთან, ჯენიფერ გარნერთან გადაიღეს. მათ თან შვილებიც ახლდათ. საქმე ისაა, რომ მათმა უფროსმა ქალიშვილმა, ვაიოლეტმა კოლეჯში ჩააბარა, სწორედ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად შედგა მათი შეხვედრა.

52 წლის ბენი მშვენიერ ხასიათზე იყო და გამუდმებით იღიმოდა.

„ბენ აფლეკი ოჯახს დაუბრუნდა და ის ბოლოს და ბოლოს ბედნიერია“, „მარტო ჯენიფერ გარნერთან იღიმის ასე“, „აშკარად ბედნიერია“, – არ წყდება კომენტარები.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს, მსახიობს 52 წელი შეუსრულდა. მედიის ცნობით, მას წვეულება არ მოუწყვია. ის ექს-მეუღლემ, ჯენიფერ გარნერმა მოინახულა.

ბენ აფლეკი დაბადების დღეზე ჯენიფერ გარნერმა მოინახულა – როგორ აღნიშნა მსახიობმა 52-ე იუბილე – პაპარაცული ფოტოები

„აი, ამას კარგავ შენ“ – ჯეი ლომ, ბენ აფლეკის დაბადების დღეზე საბედისწერო ფოტოები გაავრცელა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები