ბოლო დღეების ყველაზე სკანდალური შოუბიზნესური სიახლე კვლავაც „ბენიფერის“ შესაძლო განქორწინების ამბავია. ჭორების ფონზე ბენი ქორწინების ბეჭდის გარეშე დააფიქსირეს, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ აფლეკის თითზე ბეჭედი დაბრუნდა. მეტიც, მსახიობი მაშინ გადაიღეს, როცა მანქანას მართავდა, ხელში ტელეფონი ეჭირა, რომელშიც მეუღლის ფოტო ჩანდა, წარწერით „ჯენიფერ აფლეკი“, თითქოს ბენი პაპარაცებს სპეციალურად აჩვენებდა, რომ ჯეი ლო მის გვარს ატარებს.
ჯეი ლო კვლავ მარტო გადაიღეს – ნახეთ „ბენიფერის“ უკანასკნელი გამოჩენა ერთად
რაც შეეხება მოარულ ხმებს, დასავლური მედიის ცნობით, წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს.
„ბოლო თვეების განმავლობაში ისინი სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ ცალ ცალკე, ბენი უკვე სხვა სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ახალ სახლს ეძებს ჯეი ლოც“, – აცხადებს ინსაიდერი.
ჯეი ლო და ბენ აფლეკი განქორწინებას გეგმავენ, ბენი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა