LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქორწინო ბეჭედი და უჟმური სახე – ბენ აფლეკის პირველი გამოჩენა სკანდალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ

2397
page

გასული კვირის ბოლოს მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი განქორწინებას გეგმავენ. ამის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი ტაბლოიდი წერს. ინსაიდერების ცნობით, წყვილი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობს.

ჯეი ლო კვლავ მარტო გადაიღეს – ნახეთ „ბენიფერის“ უკანასკნელი გამოჩენა ერთად

რამდენიმე დღის წინ ჯეი ლო კვლავ ბენ აფლეკის გარეშე გამოჩნდა, თავად ბენი კი პაპარაცებმა ქორწინების ბეჭდის გარეშე დააფიქსირეს. თუმცა, რამდენიმე საათის წინ „არგოს“ ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში, სახლიდან გამოსვლის დროს გადაიღეს, აღსანიშნავია, რომ მას საქორწინო ბეჭედი კვლავ ეკეთა.

ცნობისთვის, ჯეი ლო და ბენი ბოლოს ერთად 7 კვირის წინ გადაიღეს და ორივეს არც თუ ისე ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა.

ჯეი ლო და ბენ აფლეკი განქორწინებას გეგმავენ, ბენი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები