LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკის დედა შვილს ჯენიფერ გარნერთან შერიგებას სთხოვს (ფოტო)

93

ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ფოტოგრაფებმა ლოს-ანჯელესში გადაიღეს. ყოფილი მეუღლეები ბენ აფლეკის დედის, კრისტინ ბოლდტის  სახლში იმყოფებოდნენ. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლდტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყოფილ მეუღლეებთან და მათ შერიგებას ცდილობს. ამ დრომდე გარნერი არაერთხელ შენიშნეს ყოფილ დედამთილთან ერთად.  ბოლდტი გარნერს შვილების აღზრდაშიც ეხმარება.

ბენ აფლეკის დედამ საკუთარ თავზე უფრო რთული მისია აიღო და წყვილის შერიგება გადაწყვიტა. ის ცდილობს, გარნერსა და აფლეკს საბოლოო განქორწინება გადააფიქრებინოს. ფოტოებიდან ჩანს, რომ აფლეკმა და გარნერმა კრისტინ ბოლდტის სახლი არაჩვეულებრივი განწყობით დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g